არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანი არჩევნების მიმართ საბოტაჟის განხორციელებაა, შესაბამისად მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია.
„ არარელევანტურია არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქიდან გამომდინარე, რომ მან უკვე გამოავლინა საბოტაჟის ინტერესი, როდესაც ვეტო დაადო იმ კანონს, რომელიც მიზნად ისახავდა ცესკოს ჩიხიდან გამოყვანას. ამით მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ მისი ერთადერთი თვითმიზანი არის არჩევნების მიმართ ერთგვარი საბოტაჟის განხორციელება. შესაბამისად, მისი ყველა განცხადება რელევანტურობას მოკლებულია,“- აღნიშნა პრემიერმა.