Sunday, November 24, 2024
13.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას

ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი.
„რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა რეფერენდუმის დღე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრივობის უახლეს ისტორიას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები