Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ნათლად დაადასტურა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას ამ მიმართულებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ახალ ეტაპზე გადასვლას და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ისახავს მიზნად. ხაზგასმით აღინიშნა უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა ამ პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სექტორული კავშირების შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა. აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა, მათ შორის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები