Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

მოსკოვში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 115 ადამიანი დაიღუპა, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 პირი დაკავებულია

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 115-ს გადააჭარბა.

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, დაჭრილების რაოდენობა 120-ს შეადგენს, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 11 დაკავებულთა შორის, უშუალოდ მონაწილე ოთხი პირია, – განუცხადა რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტ პუტინს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა მარტში გააფრთხილა მოსკოვი მასობრივი თავშეყრის ადგილას მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები