Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ 15%-ს ჩამოცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას.

„ნაციონალური მოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა. მანამდე 18% ჰქონდათ და ახლა 15%-ს ჩამოცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველა საელჩოში და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და, ყველა ემიგრანტს ექნება ხმის მიცემის საშუალება.

„ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ექნება ხმის მიცემის საშუალება, დანარჩენი არის სპეკულაციები. ჩვენ გვესმის რა თქმა უნდა, მაგალითად აშშ-ში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი, გვესმის რომ აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ყველა საელჩოში იხსნება საარჩევნო უბნები, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები, დანარჩენი არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები, ამიტომ არ ვაპირებთ ამ სპეკულაციებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები