ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვაან აროიანის, მერის ანივარდ მოსოიანის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეების, ასევე საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეების მონაწილეობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშების მოსმენები შეაჯამეს.
მოსმენებზე მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი იურიდიული პირებისთვის საკრებულოს წევრების მხრიდან გაკეთებულ შეთავაზებებზე და ამ შეთავაზებების შედეგად უკვე არსებულ დადებით ცვლილებებზე ისაუბრეს.