Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

„იმედი L“ Pay.ge-ს ახალი პარტნიორია

ლიბერთის მომენტალური გადახდების პორტალი Pay.ge მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. ამიერიდან, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ციფრულ პლატფორმაზე სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. პირველი კომპანია, რომელიც ამ სერვისით Pay.ge – ს პარტნიორი გახდა, “იმედი L”-ია. 

„ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში. სწორედ ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია „იმედი ლ“-თან. მოხარულები ვართ, რომ ამ კოლაბორაციის საფუძველზე მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ლიბერთის ციფრული პლატფორმიდან (www.pay.ge) შეიძინონ სამოგზაურო დაზღვევა, სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით.

Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები გადაიხადოს სწრაფად და მარტივად. ლიბერთის სტრატეგიის „გახდი ჩვენიანი” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

ჩვენი გუნდის პრიორიტეტია მაქსიმალურად დახვეწილი ციფრული არხებით ადამიანებს გავუმარტივოთ საბანკო და არასაბანკო სერვისებით სარგებლობა, ამიტომ ლიბერთის გუნდი მუდმივად აგრძელებს განვითარებას და წინსვლას”დავით მესხიძე, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი

ლიბერთი ბანკი  მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია იმედი ელისთვის, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ. გვიხარია, რომ ამ თანამშრომლობით იმედი ლ-ის სადაზღვევო პროდუქტების შეძენა ლიბერთი ბანკის ციფრული პლატფორმებიდან გახდა შესაძლებელი“ – ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსი ირინა გორაშვილი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები