Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB)  57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.
ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის  სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.
მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.
ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში 68 ქვეყნის 4 000-ამდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები