საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კუთხით საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან არსებული ერთობლივი პროექტები კვლავ გაგრძელდება და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
გიორგი ამილახვარის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება და მათ პერმანენტული ხასიათი ექნება.