Tuesday, May 20, 2025
22.2 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სკოლის დამთავრებას ულოცავს ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება.
“ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას.
დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები