Sunday, November 24, 2024
3.8 C
Tbilisi

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1 279.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი 392.0 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო იყო. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 360.5 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის თურქეთი – 168.8 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 153.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა რუსეთი – 87.6 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.

პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 10.6 პროცენტით.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში 2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები