Sunday, November 24, 2024
7.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ჩამოიშალა ქვა-ღორღიანი მასა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ჩამოიშალა ქვა-ღორღიანი მასა, რამაც გამოიწვია აღნიშნული გზის ჩაკეტვა.

დაზიანდა ელექტრო გადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ტვიშის თემს.

არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა გეოლოგების ჯგუფმა, რომელთა რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

პარალელურ რეჟიმში დაზიანებულ უბნებზე “ენერგო პრო ჯორჯიას’’ ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით. არსებული გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა დროულად აღდგეს გადაადგილება.

სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას, დღეს დილიდან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას და ფოტომასალას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები