Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა – სოფლებისკენ მიმავალი გზები სპეცტექნიკით იწმინდება

ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის უხვმა ნალექმა გზებზე პრობლემები შექმნა. ქალაქში და სოფლებისკენ მიმავალი გზები სპეცტექნიკით ინტენსიურად იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი.

თოვლის საფარისგან იწმინდება  გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – ჟდანოვი , ორლოვკა, გორელოვკა,  ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის – პატარა ხანჩალის შიდა სასოფლო და სასაფლაოებისკენ მიმავალი გზები, ასევე  სათხე – სპასოვკის გზის მიმართულება.

სპეციალური ტექნიკა მუშაობს ქალაქ ნინოწმინდის ქუჩებშიც.

სამუშაო პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს მონიტორინგს. მისი თქმით, ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები