„ქურდული სამყაროს“ წევრობის გამო ციხეში ჩასმა უსამართლოა.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ქურდული სამყაროს წევრებად მიიჩნევენ, ერთადერთი ინტერესჯგუფია, რომელიც ასეთ ღია დისკრიმანაციულ მდგომარეობაში არიან უფლებრივად ქვეყანაში.
ამაზე თვალს ხუჭავს მთელი ქართული იურიდიული საზოგადოება. ამ ქვეყანაში არ მოიძებნა იურისტი, რომელიც საჯარო სივრცეში დალაგებულად ახსნიდა, რომ ადამიანის ციხეში ჩასმა განზრახვის გამო არ შეიძლება.
ვიჭერთ არა ქმედებისთვის, არამედ იმ ფიქრებისთვის, რაც ადამიანს თავში უტრიალებს, რაც შესაძლებელია იყოს თვალთვალის საფუძველი, არათუ დაჭერის“, – აცხადებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.