Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები

GUARDIANGE – პაკისტანი აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმები განახორციელა მეზობელ ირანზე, ირანის თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ, რამაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უფრო გაამწვავა.

პაკისტანის ცნობით, თავდასხმები სისტან-ო-ბალოჩისტანის საზღვრისპირა პროვინციაში „ტერორისტულ სამალავებზე“ განხორციელდა. ირანული მედიის ცნობით, დაიღუპა სამი ქალი და ოთხი ბავშვი.

ორი ქვეყანა დიდი ხანია ერთმანეთს ადანაშაულებს მებრძოლი დაჯგუფებებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომლებიც მათ სასაზღვრო რეგიონებში თავდასხმებს ახორციელებენ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა,  რომ „დაზვერვაზე დაფუძნებული ოპერაციის დროს რამდენიმე ტერორისტი მოკლეს“.

პაკისტანის სამხედრო მოქმედება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მკაცრად დაგმო 16 იანვარს ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა, რომლის დროსაც ორი ბავშვი დაიღუპა.

ირანმა თქვა, რომ მისი დარტყმების  სამიზნე პაკისტანში დაფუძნებული ამბოხებულთა ჯგუფი იყო, მაგრამ პაკისტანმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

ოფიციალურმა ისლამაბადმა გააფრთხილა თეირანი „არალეგალური“ ქმედების „სერიოზული შედეგების“ შესახებ და ირანის ელჩს ქვეყანაში დაბრუნება აუკრძალა, ხოლო თავისი ელჩი ირანიდან გაიწვია.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები