Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს

დავოსით იწყება წლის ეკონომიკური დღის წესრიგი მსოფლიოში, შეიძლება ასე ითქვას და დავოსში ჩამოდის მსოფლიოს ბიზნესის წამყვანი ლიდერები, ასევე პოლიტიკოსები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დღის წესრიგი აქვს ზოგადად დავოსს და რა დღის წესრიგი აქვს საქართველოს დავოსში მონაწილეობისას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი გავაცნოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ბიზნესის ლიდერებს, შევხვდეთ იმ სექტორების წარმომადგენლებს, სადაც საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნია და ჩვენი შეხვედრები არის მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ენერგეტიკის სფეროში, Real Estate-ის და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, სამრეწველო და ტურისტული მიმართულებით კომპანიებს. ჩვენ ასევე ვხვდებით საინფორმაციო და BPO წარმომადგენლებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი, დინამიური ახალი სექტორია საქართველოსთვის. ფაქტიურად ყველა კომპანიის მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება იმის, რომ საქართველოსთან ითანამშრომლოს. ზოგიერთი კომპანიის ფილიალები საქართველოსთან უკვე თანამშრომლობენ, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოვიკვლიოთ და კიდევ უფრო მეტი იყოს ინვესტიციები საერთაშორისო წამყვანი კომპანიების მხრიდან ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, საქართველოსთვის დავოსში მონაწილეობა ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობით აჩვენებს იმას, რომ არის სტაბილური პოლიტიკური გარემო, სტაბილური, საიმედო და პროგნოზირებადი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება ენდონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები