Saturday, November 23, 2024
10.8 C
Tbilisi

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანია დაღუპული

Reuters-ის ფოტოები

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანია დაღუპული. ყველა გარდაცვლილი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იშიკავას პრეფექტურიდანაა, რომელიც 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ მიწისძვრამ მრავალი ადამიანი  იმსხვერპლა და დიდი ზარალი გამოიწვია.

ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამძებრო სამუშაოებს 1 000-ამდე მაშველი ატარებს.

ცუნამის გაფრთხილების გაუქმების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ ისინი ახლა შეეცდებიან დაამყარონ საზღვაო მარშრუტები ჩრდილოეთ ნოტოს ნახევარკუნძულის იზოლირებულ ნაწილებამდე მისასვლელად, სადაც მიწისძვრა მოხდა.

იაპონიამ, 1-ელ იანვარს, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში მომხდარი 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადა. იშიკავას პრეფექტურის ნოტოს რაიონში იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მცხოვრებლებს სთხოვეს „დაუყოვნებლივ ევაკუაცია უფრო მაღალ ადგილზე“.

თავდაპირველ გაფრთხილებებში ნათქვამი იყო, რომ ტალღების სიმაღლეს ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 5 მეტრამდე მიეღწია, მაგრამ „მთავარი ცუნამის გაფრთხილება“ მიწისძვრის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგვიანებით „ცუნამის გაფრთხილებად“ გადაიქცა, რაც საფრთხის შემცირებას და ტალღების სიმაღლის მხოლოდ 3 მეტრამდე მიღწევას გულისხმობდა, თუმცა დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტალღა 1 მეტრზე ოდნავ მეტი იყო.

1-ელ იანვარს, ცენტრალურ იაპონიაში, ბოლო ხუთი საათის განმავლობაში, 3.4-დან 7.6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის 50-ამდე მიწისძვრა დაფიქსირდა.

არანაირი ანომალიები არ დაფიქსირებულა დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ბირთვულ ობიექტებზე, განაცხადა ქვეყნის ბირთვული რეგულირების ორგანომ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები