Reuters-ის ფოტოები
იაპონიამ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იშიკავას პრეფექტურის ნოტოს რაიონში იაპონიის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მცხოვრებლებს სთხოვეს „დაუყოვნებლივ ევაკუაცია უფრო მაღალ ადგილზე“, როგორც ამას ეროვნული მაუწყებელი NHK იტყობინება.
თავდაპირველ გაფრთხილებებში ნათქვამია, რომ ტალღების სიმაღლეს ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 5 მეტრამდე მიეღწია, მაგრამ „მთავარი ცუნამის გაფრთხილება“ მიწისძვრის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლა „ცუნამის გაფრთხილებად“ გადაიქცა – რაც ნიშნავს იმას, რომ საფრთხე შემცირებულია, რომ ტალღების სიმაღლემ უკვე შესაძლოა, მხოლოდ 3 მეტრამდე მიაღწიოს. აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტალღა 1 მეტრზე ოდნავ მეტი იყო.
ცენტრალურ იაპონიაში, ბოლო ხუთი საათის განმავლობაში, 3.4-დან 7.6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის 50-ამდე მიწისძვრა დაფიქსირდა.
ამ დრომდე, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანების მოყოლის ექვსი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო მიწისძვრის შემდეგ იშიკავას რაიონში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა მომდევნო დღეებში მიწისძვრების შესახებ გააფრთხილა.
საავტომობილო გზები დაკეტილია და სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა იშიკავას პრეფექტურასა და ტოკიოს შორის შეჩერებულია.
არანაირი ანომალიები არ დაფიქსირებულა დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ბირთვულ ობიექტებზე, განაცხადა ქვეყნის ბირთვული რეგულირების ორგანომ.