Thursday, November 21, 2024
11.8 C
Tbilisi

პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

შეხვედრის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სფეროებში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.

თათბირის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.

დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მოხდა სამუშაოების მიმდინარეობის ხარვეზების იდენტიფიცირება და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.

მსგავსი სახის შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში ინტენსიურად მართავს, რაც სამუშაო პროცესის ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის.

შეხვედრა, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი- ლევან ზალკალიანი, მერის მოადგილეები: მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე- ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, გიორგი გუგავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები