ადმირალი ალი აქბარ აჰმადიანი: ირანის შეიარაღებული ძალები მზად არის განაგრძოს ბრძოლა „მტრის სრულ დამარცხებამდე“

GUARDIANGE –  ირანის სამხედრო მაღალჩინოსანმა, თავდაცვის საბჭოში უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, ადმირალმა ალი აქბარ აჰმადიანმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი მეთაურისა და თავდაცვის საბჭოს წევრის ტრაგიკული სიკვდილის“ მიუხედავად, ირანის შეიარაღებული ძალები მზად არის განაგრძოს ბრძოლა „მტრის სრულ დამარცხებამდე“.

„რადგან ყველა პროგნოზი და არსებული სიტუაციისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული და სარდლობის ჯაჭვს ყველაზე დაბალ დონეებზეც კი გავლილი აქვთ ინსტრუქტაჟი და ისინი მზად არიან განაგრძონ ბრძოლა მტერთან, მის სრულ დამარცხებამდე“, – თქვა აჰმადიანმა.

აჰმადიანმა აღნიშნა, რომ ხამენეი იყო „ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი მმართველი, რომელმაც არ მოიდრიკა ქედი მტრის განმეორებითი აგრესიის წინაშე, არ დატოვა ქვეყანა და ერი მარტო და მოწამეობრივ სიკვდილამდე იდგა, რათა დაეცვა ქვეყანა მტრის წინაშე და შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები