აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა. უცნობია, თუ როგორ დაიღუპნენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.

„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე სხვას ნამსხვრევებიდან მიღებული მსუბუქი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება და სამსახურში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.

ძირითადი საბრძოლო ოპერაციები გრძელდება და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც გრძელდება. სიტუაცია არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო, დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას, უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ირანმა, თეირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, რამაც ქვეყნის უზენაესი ლიდერისა და სამხედრო მაღალჩინოსნების სიკვდილი გამოიწვია, რაკეტებითა და დრონებით შეუტია რეგიონულ ამერიკულ ბაზებს, ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს.

ირანის ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს ავიამზიდი „აბრამ ლინკოლნი“, თუმცა აშშ-ის თქმით, ისინი „ახლოსაც კი არ მისულან“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები