რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს მისი უდიდებულესობა ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ მოძმე ირანელ ხალხს

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს მისი უდიდებულესობა ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ მოძმე ირანელ ხალხს. ვუსამძიმრებ ჩემი ქვეყნისა და ერის სახელით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ამასთან, იგი აღნიშნავს, ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და დიპლომატიის დაბრუნებისთვის.

„თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ“, – ამბობს ერდოღანი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები