ნიკა გვარამია: იხილება დასანქცირებულების გაერთიანება „რუსთავი 2“-თან, რაც „რუსთავი 2“-ის რეალურად გაუქმებაა; რატომ ჰგონიათ ოღონდ, რომ „რუსთავი 2“ დიდხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით

„იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი „იმედზე“ და „პოსტივი“-ზე, რაც პრაქტიკულად ამ „მედიების“ დახურვაა.

იხურება მათი გვერდები Facebook-ზე.

ვერც ერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერც ერთ ტვ-ს.

იხურება იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებას.

რეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენს.

ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება.

რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან „განწმენდის“ ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას – არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ, ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ.

იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს), რაც რ2ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ ჰგონიათ ოღონდ, რომ „რუსთავი 2“ დიდხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით. ყველაფერი წინ აქვს რ2-ს და მის დამფუძნებლებს.ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ“, – წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები