ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: ამ მოსკოვურმა არსებებმა – ივანიშვილმა, კობახიძემ და სხვებმა უნდა დატოვონ საქართველო

გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს საქართველოს დატოვებისაკენ მოუწოდებს.

„ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ…“ – წერს გალერი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები