„მქონდა პატივი შევხვედროდი სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ ტუნს (John Thune), რათა გვესაუბრა საქართველოში არსებულ უმძიმეს კრიზისზე, შესაძლო გამოსავალზე და საქართველო-ამერიკის მეგობრობის აღდგენაზე. როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთი, ივანიშვილი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ნებისმიერი ძალა, სენატორ ტუნთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკა ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს იცხოვროს თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და პრო-დასავლურ სახელმწიფოში“, – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

