ფრიდრიხ მერცი: აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილი ჩვენთვის მიუღებელია, ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ, ევროპაში უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან მეტად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეერთებული შტატებისგან „ბევრად უფრო დამოუკიდებელი“ უნდა გახდეს.

მისივე თქმით, ეწინააღმდეგება მოსაზრებას, თითქოს ევროპული დემოკრატია საჭიროებს გადარჩენას.

„დოკუმენტის ზოგიერთი ნაწილი გასაგებია, მაგრამ მისი ნაწილი, ევროპული თვალსაზრისით, ჩვენთვის მიუღებელია. ახალი დოკუმენტი ადასტურებს ჩემს შეფასებას, რომ ჩვენ ევროპაში და ასევე, გერმანიაში, უსაფრთხოების სფეროში აშშ-სგან უფრო მეტად დამოუკიდებლები უნდა გავხდეთ. ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ახლა ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს დოკუმენტირებულია. ამერიკელებს ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა სურთ, რის საჭიროებასაც მე ვერ ვხედავ. მისი გადარჩენა რომ იყოს საჭირო, ჩვენ ამას მარტოც მოვახერხებდით“, – აცხადებს ფრიდრიხ მერცი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები