დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დრო დადგა.

ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, – „დადგა თუ არა უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო?“ – აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან „დიდი დრო გავიდა“.

„დიახ, ვფიქრობ, ამის დრო დადგა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ არჩევნების თავიდან ასარიდებლად, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს. და შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ მათ დიდი ხანია, არჩევნები არ ჩაუტარებიათ. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ საქმე იმ წერტილამდე მიდის, სადაც დემოკრატია აღარ არის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიაში ვიზიტის დროს, იტალიურ გამოცემა La Repubblica-ს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ზელენსკის სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები