ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – გომანი-ბალხო-ბუღაშენის დამაკავშირებელ მონაკვეთზე ასფალტი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – გომანი-ბალხო-ბუღაშენის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტი 3,360 კილომეტრიან მონაკვთზე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ორ ეტაპად ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ეტაპობრივად წესრიგდება გზის სავალი ნაწილი, რის შემდეგაც, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პირველადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე, წყალარინები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 037 288 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები