„საკანში გადავიკითხე ნინო ხარატიშვილის გენიალური რომანი „უკმარი სინათლე“, რომელიც აღწერს 90-იანი წლების თბილისს თავისი საძმოებით, ნარკომანიით, დაუნდობლობით, უსამართლობით, დაკარგული თაობით, რუსული გავლენებით.
ეს არის კლასიკური სურათი იმისა, თუ რა ხდება როცა კანონები არ მუშაობს და სახელმწიფო არ არსებობს – ჯუნგლების კანონი!
ხოდა, სადღაც 2005-2006-ში მეგონა, რომ ის სამყარო საბოლოოდ დავამარცხეთ და წარსულს ჩავაბარეთ, როგორ მწარედ ვცდებოდი.
ახლა ბოლომდე აღორძინდა ყველაზე მახინჯი ფორმით, მოაჯდა ჩვენს შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც ამავე დროს ბოლომდე ანადგურებს და ამავე დროს ბეზპრედელით სპობს ქვეყანას.
1999 წელს ჯაბა იოსელიანმა ტელეფონით დამირეკა (ვაკის საპარლამენტო არჩევნებში კონკურენტები ვიყავით) და მითხრა, რომ აუცილებლად იძიებდა ჩემზე შურს. მაშინ ეს ფრუსტრირებული ბანდიტის ბოდვად ჩავთვალე და ახლა კი ვხედავ, რომ იმ სამყარომ მართლა იძია შური ჩემზე და სიმწრით შექმნილ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე და მის ყველაზე პროგრესულ, ნიჭიერ ნაწილზე.
დღეს ისევ ქუჩაში არიან გამოსულები, საპროტესტო აქციებზე ქეთი ყიფიანი, რეზო, საბა, ნენე, ირა, დინა, ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
უნდა შევძლოთ და მეორედაც წავაქციოთ და საბოლოოდ შევაბრუნოთ ის სამყარო საფლავში! აუცილებლად შევძლებთ! მე მზად ვარ!“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

