„სოლოლაკის გორა
ივანიშვილის ზვიგენს
პატივცემულო სოლოლაკელო ზვიგენო, გატყობინებ, რომ ალბათ შენი საჩივრის საფუძველზე შენი პატრონი ჩემს ისედაც პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობას კიდევ სამ წელს უმატებს, არადა მე შენ ყოველთვის ზვიგენური ზვიგენი მეგონე და არაფრით მესმის თუ რატომ გეწყინა შენთან სელფის გადაღების მოწოდების ჩემ მიერ დადებული პოსტი.
სინამდვილეში მე მხოლოდ შენი პოპულარიზაციის მოტივებით ვხელმძღვანელობდი.
მაგრამ იცოდე მე არ მწყინს, იმიტომ რომ ვიცი, რომ შენც ისევე გაქვს აღკვეთილი თავისუფლება, როგორც მე.
ამიტომ გპირდები, რომ როცა ქვეყანას გავათავისუფლებთ, შენც გამოგიხსნით მაგ აკვარიუმიდან და დაგაბრუნებთ ატლანტიკის ოკეანეში. ცოტაც კიდევ გაძელი ჩემო ზვიგენიკო.
ჩვენი სელფის დრო ძალიან მალე დადგება.
შენი მიშა“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

