განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ გამოაცხადა.
სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.
ანდრია ლილუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

