GUARDIANGE-ის ფოტოზე დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩასა და ფარნავაზ მეფის გამზირის კვეთაზე, აღდგენილი პარკი 2025 წლის 22 ოქტომბერი
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები, ატრაქციონები შშმ პირთათვის, განათებისა და სარწყავი ქსელები. განახლდა სატრენაჟორო სივრცეც. ტერიტორიაზე შენარჩუნდა არსებული გამწვანება და დაემატა ხე-მცენარეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

