„ღარიბაშვილი თავისი გარემოცვის გადარჩენას ცდილობს – რამდენად გადაარჩენს, არ ვიცი, მაგრამ თავის თავზე იღებს ყველაფერს, რომ მათთან პირნათელი იყოს. უზარმაზარი კლანი ჰკიდია მის არხს, რომელიც განადგურდა.
ზუსტად ისე, როგორც რიჟვაძემ დაიხალა – იმანაც გარემოცვისთვის ქნა. უბრალოდ ღარიბაშვილის მასშტაბი უფრო დიდია.
ცხადია, დაიჭერენ.
არც მას ექნება სამართლიანი სასამართლო.
არც მდინარაძეს ექნება, როცა მას დაიჭერენ, თუ იქამდე ჩვენ არ გადავარჩინეთ და ნაფიცი მსაჯულების სასამართლო არ გავაფართოვეთ – სამართლიანობისთვის“ – წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ორივე პოლიტიკური არარაობა იქნებოდა, რომ არა ივანიშვილი – ანუ ვისი პასუხისმგებლობაა ეს დანაშაულები? რას აღიარებენ გახარიას და ღარიბაშვილის დევნით?“

