ქალაქ ნინოწმინდაში ბავშვებისთვის ახალი გასართობი სივრცე მოეწყო.
როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო მოედანი უსაფრთხო გარემოსა და რეკრეაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, ზედამხედველობის სამსახურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
მერის განცხადებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვთა კეთილდღეობასა და ჯანსაღ გარემოში მათი განვითარების ხელშეწყობას.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია არაერთი საბავშვო და რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ადგილობრივ მოსახლეობისთვის საცხოვრებელ გარემოს.

