თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„18-19 წლის გოგო დამწვარია. 55% დამწვრობა აქვს მიღებული. გაზმა, აფეთქებამ გამოაგდო გარეთ. პოლიცია იდგა აქ, ყველანი იყვნენ მოსულები, 112-იც და ჩვენ ვიძახდით, რომ აქ სუნია, მაგრამ არაფერიო, შევამოწმეთ და არაფერი არ არისო. გამყიდველი იქიდან იძახდა, რომ არ არის შემოწმებული, არავინ არ შემოსულაო…ერთი შენობა აფეთქდა და 6 საათში მეორე შენობა. კანალიზაციის ჭა არის და აქედან გაზის სუნი ახლაც ამოდის“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ლოტკინის დასახლებაში მომხდარ აფეთქებებზე, ადგილობრივი მცხოვრები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის და ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

