ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
„როგორი დიდი პატივია, რომ დავეხმარე აზერბაიჯანსა და სომხეთს ომის დარეგულირებაში და ამავე დროს, გავხდი ამ ორი დიდი ლიდერის და კაცის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეგობარი. ეს იქნება სამუდამო მეგობრობა ჩემთვის, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

