აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებისთვის დიდი პატივი იყო, ლისის ტბაზე ქართველ სამხედროებთან და მათ გულშემატკივრებთან ერთად, დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში წერს.
„ღონისძიებიდან მიღებული თანხა სრულად ირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროების, მათი შვილებისა და მეუღლეების მხარდასაჭერად.
ჩვენ ვაფასებთ ქართველი მებრძოლების თავგანწირვას და ქვეყნის დასაცავად გაწეულ სამსახურს“, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

