აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში გულთბილად შეხვდნენ.
ტრამპი და პუტინი წითელ ხალიჩაზე ერთად გაემართნენ და ერთმანეთს მოკლედ გაესაუბრნენ, შემდეგ კი ლიდერები შეხვედრის ადგილისკენ ერთი ავტომობილით გაემართნენ.
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, შეხევდრას აშშ-ის მხრიდან ასევე დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. ხოლო რუსეთის მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
ამასთან, სამი-სამზე შეხვედრის შემდეგ, ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებების გაფართოებულ ფორმატში ამერიკის მხრიდან მონაწილეობენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

