აშშ-ის საელჩო საქართველოში: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის

“აშშ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აღნიშნავს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა, როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას”, –  წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები