აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ტრამპი წერს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.
მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილად განიხილებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, შვეიცარია და იტალიის დედაქალაქი რომი.

