„მოსახლეობის ბოლო აღწერით, წინა აღწერასთან შედარებით, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რიცხოვნება შემცირდა 250 ათასი კაცით. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათი აბსოლუტური უმეტესობა ბოლო ათი წლის განმავლობაში დარჩა საქართველოში მუდმივი მცხოვრებლის სტატუსით. მათი დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებია, რომელთაც აქ დიდძალი ქონება (მიწები, ბინები, უძრავი ნივთები) აქვთ შეძენილი.
მაშინ, როცა მთელს ევროპაში იზღუდება რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონების მიყიდვა (გუშინ ამერიკის ტეხასის შტატმაც მსგავსი კანონი მიიღო, მათ შორის, გარდა რუსეთისა, ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებთან დაკავშირებით), „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელს უწყობს რუსეთის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას“, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე.

