საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) 24-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოკლე საქმიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ცალკეული საკითხების მიმდინარეობის პროგრესზე.
„ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას მონეტარული პოლიტიკის, ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

