ვანის მერის მოადგილეები წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გოჩა ჭუბაბრია და ვლადიმერ ხელაძე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან და თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ლომთაძემ, ცენტრის სერჟანტმა მასტერ-სერჟანტმა გიორგი მელიქიძემ და ვანის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა მაიორმა ზვიად ნაფეტვარიძემ ისაუბრეს.

კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები და ანაზღაურება შემდეგნაირად განისაზღვრება – საბრძოლო ქვედანაყოფი 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი; უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები