ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თელ-ავივს ჰქონდა განზრახვა, რომ მოეკლა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
„ის რომ ჩვენი თვალთახედვის არეალში ყოფილიყო, ჩვენ მას სიცოცხლეს მოვუსწრაფავდით. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა“, – განაცხადა კაცმა სატელევიზიო ინტერვიუში.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ამგვარი ქმედებისთვის, კაცმა უპასუხა: „ჩვენ არ გვჭირდება ნებართვა ასეთი რამეებისთვის“.

