მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციელებმა  „ლელოს“ ოფისში მყოფ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება გააცნეს, რის შემდეგაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელბორკილები დაადეს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე მათ ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები