Monday, June 16, 2025
22.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად მიიწვია. 

ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკული მხარე  საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები