Wednesday, June 11, 2025
30.8 C
Tbilisi

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი: აზერბაიჯანში სწავლის გასაგრძელებლად თითქმის არავინ მიდის; ყველა, ვისაც უმაღლესი განათლების მიღების სურვილი აქვს, საქართველოში რჩება

GUARDIANGE – სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი, დურსუნ ისმაილოვი, რომელიც აზერბაიჯანულენოვან სკოლას 1994 წლიდან ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მისი თქმით, 2024-2025 სასწავლო წელს სკოლა ხუთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა და ახალი სასწავლო წლისთვის, დღემდე, 14 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი

„სკოლაში ამ სასწავლო წელს 176 მოსწავლე ირიცხება, 2025-2026 სასწავლო წელს კი მინიმუმ 185 მოსწავლე გვეყოლება, რადგან 14 პირველკლასელია დარეგისტრირებული. 31 წელია რაც სკოლის დირექტორი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა“, – უთხრა GUARDIANGE-ის დურსუნ ისმაილოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი

დირექტორის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სკოლის კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სასწავლებლად საქართველოში რჩება და ძირითადად თბილისის უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებში, ანდა პროფესიულ კოლეჯებში განაგრძობს სწავლას.

„ჩვენს სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს.  აზერბაიჯანში სწავლის გასაგრძელებლად თითქმის არავინ მიდის, ყველა ვისაც უმაღლესი განათლების მიღების სურვილი აქვს, საქართველოში რჩება და აქ განაგრძობს სწავლას. ამ მხრივ სურათი მართლაც ძალიან არის შეცვლილი. ახალი თაობა უკვე ქართულ ენას კარგად ფლობს“, – აღნიშნა დურსუნ ისმაილოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი და დირექტორის მოადგილე დავით ქარაბაღლი მოსწავლეებთან ერთად

მისივე ინფორმაციით, სკოლაში ამჟამად 8 პრაქტიკოსი მასწავლებელი რჩება და ისინი დარეგისტრირებული არიან გამოცდებზე.

„მოგეხსენებათ, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლამდეა დაშვებული პრაქტიკოსი მასწავლებლების დასაქმება. იმედს ვიტოვებ, რომ წელს უმრავლესობა ჩააბარებს გამოცდებს და უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს“, –  თქვა დირექტორმა.

მისივე ცნობით, ლეჟბადინის საჯარო სკოლის სრული კაპიტალური რემონტი 2015 წელს დასრულდა და საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, სკოლას საკმაოდ დიდი ეზო და ტერიტორია აქვს თავის კუთვნილებაში.

დაბლა იხილეთ GUARDIANGE-ის ფოტომასალა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი მოსწავლეებთან ერთად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი და დირექტორის მოადგილე დავით ქარაბაღლი მოსწავლეებთან ერთად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი მოსწავლეებთან ერთად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი და დირექტორის მოადგილე დავით ქარაბაღლი მოსწავლეებთან ერთად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის შენობა და ეზო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის შენობა და ეზო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი მოსწავლეებთან ერთად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის შენობა და ეზო

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები