Wednesday, June 11, 2025
18.8 C
Tbilisi

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 9 ივნისის განკარგულებაში.

ბოლო წლებში თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის, მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები