Wednesday, June 11, 2025
20.8 C
Tbilisi

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ. წვრთნა-შეფასების პროგრამის მიზანს ქვედანაყოფის ტაქტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და შეფასება წარმოადგენდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება ორ ფაზად ჩატარდა. პირველი ფაზა დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, აქტიურად ჩართულიყო ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები კი, მართვის პროცედურების მიხედვით მოქმედებდნენ. მეორე ფაზა აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც  ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში განხორციელდა, კულმინაციური სწავლება ბატალიონმა ვაზიანის ტერიტორიაზე ჩაატარა, სადაც ტაქტიკურმა ჯგუფმა შეყოვნების, წმენდის, ზურგში ჩარჩენისა და თვითგადარჩენის ოპერაციები ჩაატარა.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები