Thursday, May 29, 2025
19.8 C
Tbilisi

მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი – ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით,  ეს დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოს  თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სიმბოლოა.  „მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ღირსეულად და ამაყად ატარებენ ჯარისკაცის სახელს. „ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს. ეს დღე ეკუთვნის ჩვენს საამაყო სამხედროებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ფერმერებს, მეწარმეებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს და ზრუნავს მის მომავალზე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები